წინამდებარე გამოცემის მიზანია მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის განვითარების უმთავრესი ტენდენციებისა და იმხანად მოღვაწე მწერალთა შემოქმედებითი მემკვიდრეობის წარმოჩენა, რომელთაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ხსენებული პერიოდის ქართული ლიტერატურის ისტორიაში. როგორც მკითხველი დაინახავს, მასში ძირითადად ის მწერლები შევიდნენ, რომელნიც სალიტერატურო ასპარეზზე გასული საუკუნის 50-იან წლებამდე გამოვიდნენ და უკვე დასრულებული აქვთ შემოქმედებითი მოღვაწეობა.