ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

საქართველოს ისტორიის კათედრა, 1918-2005

გამოცემის წელი2010
გამომცემლობაარტანუჯი
რედაქტორიგოჩა საითიძე

წიგნში განხილულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის ისტორია 1918-2005 წლებში. აღნიშნული ქრონოლოგიური ჩარჩო შემთხვევით არ იქნა შერჩეული: როგორც ცნობილია, კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებელი – ქართული უნივერსიტეტი (რომელიც მალე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთდა) 1918 წლის 26 იანვარს დაარსდა. საქართველოს ისტორიის კათედრა უნივერსიტეტის დაარსებისთანავე შეიქმნა და ამდენად, მისი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება-განვითარების ისტორიასთან. საქართველოს ისტორიის კათედრის დაარსება იყო ახალი, უმნიშვნელოვანესი ეტაპი ქართული ისტორიოგრაფიისა და საქართველოს ისტორიის მეცნიერულად შესწავლის საქმეში.