ნაშრომში გაშუქებულია „ქართლის ცხოვრების“ მონაცემები ქართველი ხალხის ბრძოლის შესახებ მუსულმან დამპყრობთა წინააღმდეგ XI ს-ში. კერძოდ, შესწავლილია თბილისის მოსახლეობის 1046 წლის აჯანყება თბილისის ეკლესიის დემოკრატიული ნაწილის ე. წ. „თბილელ ბერთა" ხელმძღვანელობით, ქალაქში დემოკრატიული მმართველობის დამყარება. აჯანყების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ქალაქის ღარიბი მოსახლეობა - ხელოსნები, მუშები, წვრილი ვაჭრები.