კრებულში შეჯამებულია საქართველოს ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტის კომპლექსური კვლევის შედეგები (1958 – 1982 წ.წ.), დახასიათებულია კარსტისა და მღვიმეების განვითარების პირობები. სამამულო და უცხოური მასალების მომარჯვებით, ახალი ათონისა და სხვა მღვიმეების მაგალითზე, გაშუქებულია კარსტგაჩენის პრობლემა, ნაჩვენებია მიწისქვეშა ლანდშაფტების თავისებურებანი. მარშრუტული და სტაციონარული დაკვირვებების საფუძველზე შესწავლილია კარსტული სიღრუეების მიკროკლიმატი, ნაჩვენებია კარსტის კვლევის მნიშვნელობა ტერიტორიების სამეურნეო ათვისების მიზნებისათვის.