რომანი „განწირულნი“ მოგვითხრობს სამამულო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი სომეხი ჯარისკაცების ტანჯვა-წამებაზე. საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი ტყვეები, მიუხედავად დიდი განსაცდელისა, მაინც სამშობლოს ერთგულ ადამიანებად რჩებიან და გმირულად იბრძვიან თავისუფლებისათვის. წიგნში აგრეთვე დაბეჭდილია სხვადასხვა თემაზე დაწერილი მოთხრობები.