მონოგრაფიაში განხილულია XX საუკუნის ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მ. გოგიბერიძის ფილოსოფიური მემკვიდრეობის თითქმის ყველა ძირითადი სფერო. ნაშრომში სპეციალურად არის წარმოდგენილი მ. გოგიბერიძის შეხედულებანი დიალექტიკის ისტორიისა და თეორიის, შემეცნების თეორიისა და ლოგიკის საკითხებზე ფილოსოფიურ კრიტიკაში. განხილულია მ. გოგიბერიძის ნაშრომთა ბიბლიოგრაფიაში და სპეციალურ ლიტერატურაში დღემდე გაუთვალისწინებელი შრომა და ზოგიერთი ახალი მასალა მკვლევრის ფილოსოფიური მემკვიდრეობის შესახებ.