,,ბატონი იური ყეინაშვილის წიგნში იდუმალი მოძღვრება ის სიბრძნეა, რომელიც ყოველ ერს დასაბამისეულ ენერგიასთან ერთად ებოძება და რომელიც ერთდროულად მიმართულებაა, საგზალია და მიზანია ცივილიზაციის მწვერვალებისაკენ. მატერიალური მიღწევებისა და ტექნიკის საოცრებების საუკუნეში, სადაც ადამიანის პირველყოფილი შიდა სუბსტანციის მკრთალი აჩრდილიღა მოსჩანს მსოფლიოს მარათონული ყოველდღიურობის ფონზე, ნამდვილად დროულია, ჩვენს მომავალ თაობას მარადიულ მისიაზე შევახსენოთ და ერის განვითარების უძველეს ღვთითბოძებულ გზა – სავალისაკენ მივუთითოთ" – მზია ხაჩიძე.