,,რომანში მოთხრობილია ახალგაზრდა რესპუბლიკის მშენებლობის ამბავი, თუ როგორ ძლევდა უამრავ დაბრკოლებას ახალი ცხოვრების გზაზე დამდგარი ქვეყანა. გუშინდელი დურგალი მეტყევე ინჟინერი ხდება, მკერავი – ექიმი, ელექტრიკოსი –ჟურნალისტი, და ყოველი მათგანი ცოდნასა და უნარს ახალი ქვეყნის შენებას ახმარს, ზრუნვა სამშობლოზე, შრომისმოყვარეობა, კაცთა შორის კეთილი განწყობილება და სიყვარული, ეს არის ამ რომანის ძირითადი თემა. მწერალი არ ერიდება მოქმედ პირთა ურთიერთობაში უარყოფით მოქმედებათა გამომზეურებას. კიცხავს და ამათრახებს, მეშჩანობასა და უხამსობას, ყველაფერ იმას, რაც ამახინჯებს ადამიანის სულს".

