წარმოდგენილი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ეთნოკულტურულ სისტემებად დიფერენცირებული და ციკლური დიალექტიკის კონცეპტუალურ სქემაზე აგებული ისტორიების სინთეზის პრეზენტაციაა აქცენტით საქართველოზე, როგორც ევროპის საინტეგრაციო ზონის პერმანენტულ სუბიექტზე. პირველ წიგნში, შეძლებისდაგვარად, პასუხი გაეცა შეკითხვას – რა არის ევროპა, იყო თუ არა რომის იმპერია „ევროპის შეერთებული შტატები“; ბიზანტიური „თანამეგობრობა" – აღმოსავლეთ ევროპული საინტეგრაციო ზონის პროტოტიპი.