„დიალოგები” პირობითი სათაურია დიდი იტალიელი პოეტისა და სწავლულის, ჯაკომო ლეოპარდის პროზაული ქმნილებებისა, რომელთა უმრავლესობაც დიალოგის ფორმითაა დაწერილი. წიგნს ბოლოს ერთვის პოეტის „დღიურებიდან“ ამოკრეფილი ფრაგმენტები. ლეოპარდის პროზა შთამბეჭდავი ძალით გადმოგვცემს ავტორის ეთიკურსა და ესთეტიკურ მრწამსს.