ტომ სოიერის თავგადასავალი – ტომ სოიერი დაახლოებით 12 წლის ობოლი ბიჭია - ნამდვილი რომანტიკოსი, თავგადასავლების მოყვარული, ყოჩაღი და თან ფანტაზიორი! რას არ მოიფიქრებს და იტყვის - თავის სამყაროში გამოგზაურებს. თუ დაუმეგობრდები, მდინარის ნაპირების დასალაშქრად და იდუმალ გამოქვაბულებში საძრომიალოდ მოემზადე! მოკლედ, დაუვიწყარი თავგადასავალი გელის.
ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი – „ტომ სოიერის თავგადასავლის“ გაგრძელება. ჰეკლბერი ფინს ქვრივი დუგლასი შეიფარებს. იქ ყოფნის დროს ჰეკი იძულებულია, თავისი ცხოვრების წესის საპირისპიროდ მოიქცეს: ჭამის წინ ხელები დაიბანოს, სუფთა ლოგინში ჩაწვეს და ა. შ. მას კი ისევ თავის კასრში ურჩევნია ცხოვრება, რადგან არაა შეჩვეული წესრიგსა და სისუფთავეს. ჰეკლბერი ფინს მრავალი ფათერაკი გადახდება თავს, სანამ მასავით თავგადასავლების მაძიებელ ტომ სოიერს არ შეხვდება. ეს ორი ავანტიურისტი ბიჭუნა ცდილობს, გაერიდოს ცივილიზებულ სამყაროს და ცხოვრება საინტერესო ისტორიებით გაამდიდროს.