ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მარწუხებში; ასპერნის წერილები

„მარწუხებში“ – მისტიკურ-ფსიქოლოგიური მოთხრობა, მავანი ლონდონელი დენდი ხდება დაობლებული ძმისშვილების მეურვე, რომლებსაც ის მსახურებთან ერთად თავის ქალაქგარეთ მდებარე სასახლეში დააბინავებს, ახალგაზრდა გუვერნანტს კი (სწორედ ის მოგვითხრობს სასახლეში რეალურად მომხდარ ამბებს) პირობას ჩამოართმევს, არასოდეს, არანაირ ვითარებაში არ შეაწუხოს პატრონი და გადაწყვეტილებები თავად მიიღოს. თანდათანობით გოგონას ეცხადება უცხო ქალისა და მამაკაცის ფიგურები –გარდაცვლილი მსახურების აჩრდილები, რომლებიც ბავშვებს სდევნიან...

„ასპერნის წერილები“ – დიდი პოეტის, ჯეფრი ასპერნის შემოქმედების მკვლევარი ვენეციაში ჩადის და ცდილობს, გაიცნოს მწერლის ყოფილი სატრფო, ჯულიანა ბორდერო და მისი გაუთხოვარი დისშვილი ტინა. ქალები განმარტოებით ცხოვრობენ დიდ სახლში. ჯულიანა გულმოდგინედ ინახავს ასპერნის წერილებს, რომელთა ხელში ჩაგდებასაც ცდილობს რომანის მთავარი გმირი. მისთვის ვენეციაში გატარებული დრო დაუვიწყარ მოგონებად იქცევა.