რომანში ჰოფმანი რეალისტური ნაწარმოებისთვის უჩვეულო კომპოზიციას მიმართავს. იგი თხრობის ორ ხაზს განავითარებს, უპირისპირებს ერთმანეთს ღორმუცელა, თვითკმაყოფილი კატა მურის აღსარებას და მეოცნებე იოჰანეს კრაისლერის ცხოვრებას. მეოცნებე გმირის ტრაგიზმი მაქსიმალურად ვლინდება კომპოზიტორისა და მუსიკოსის – კრაისლერის მხატვრულ სახეში.