"საკორპორაციო სამართალი, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგი, ერთიანი კორპუსი, თანამედროვე იურისპრუდენციაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. იგი მრავალი ინსტიტუტისაგან შედგება, რომელიც გლობალურ ტრანსნაციონალური კორპორაციული რეჟიმების სამყაროში იმდენად ვითარდება, რომ თვითმყოფად და დამოუკიდებელ ერთეულად წარმოჩინდება. წიგნში არა მხოლოდ ქართულ სამართალზე და მისთვის აქტუალურ საკითხებზე, არამედ ზოგადი საკორპორაციო სამართლისათვის მნიშვნელოვან გლობალურ პრობლემებზე არის აქცენტი გაკეთებული".