ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ფიქრი წარსულსა და მომავალზე

გამოცემის წელი2006
გამომცემლობაპალიტრა L

„„ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ მეტად მნიშვნელოვანი წიგნია, რადგან მისი გათვალისწინების გარეშე საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდისა და მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის აღქმა ამომწურავი არ იქნება, სრულად ვერ გაანალიზდება ბევრი მოვლენა და ვერ აღდგება მოვლენათა ჭეშმარიტი არსი. მოგონებათა ამ წიგნის ავტორი – ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს გადამდგარი პრეზიდენტი, მანამდე სსრკ-ის გადამდგარი საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო უფრო ადრე, 1972 წლიდან, საქართველოს პარტიული ლიდერი – დიდი პოლიტიკური მოვლენებისა და ბრძოლების უშუალო მონაწილე და მოწმე გახლავთ, მან ბევრი იცის. მაგრამ ეს წიგნი არ განეკუთვნება მხოლოდ მემორიალურ ჟანრს, რადგან საარქივო მასალებსა და სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით იგი არა მარტო აღადგენს გარდასულ წლებს, არა მარტო აანალიზებს განვლილსა და მომხდარს, არამედ მომავლის პროგნოზებსაც აკეთებს".