წიგნში განხილულია ეკონომიკური თეორიის საგანი და მეთოდი, მისი ადგილი და როლი ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემაში; დახასიათებულია საბაზრო ეკონომიკის იდეალური მოდელი და რეალურად ფუნქციონირებადი, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა. ნაშრომში თვალსაჩინო ადგილი ეთმობა მოთხოვნისა და მიწოდების კანონებსა და ფასწარმოქმნას; წინა პლანზეა წამოწეული მომხმარებლის როლი საბაზრო ეკონომიკაში; გაშუქებულია ბიზნესის არსი, ორგანიზაციული-სამართლებრივი ფორმები და ფინანსური უზრუნველყოფის, მარკეტინგისა და მენეჯმენტის საკითხები; გაანალიზებულია ფულად-საკრედიტო და ფინანსურ-საგადასახადო სისტემები, უმუშევრობისა და ინფლაციის პრობლემები, ცხოვრების დონე და მისი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები.