,,როსტომ ჩხეიძის ამ ახალ წიგნში „ეკლის გვირგვინი“ გამთლიანდა სხვადასხვა დროს დაწერილი ორი თხზულება – „თუ საწუთრომან დამამხოს“ და „ძველი ხიბულას საიდუმლოება“ – და ერთიან ქმნილებად შეიკრა – ბიოგრაფიულ რომანად, რომელიც მეთვრამეტეა ავტორის ამ ჟანრის ნიმუშთა ციკლში. ორივე თხზულებამ – აწ უკვე ორმა ნაწილმა – მწვავე გამოხმაურებანი გამოიწვია პერიოდიკაში გამოჩენისთანავე, და მასთან ერთად მოწონებაც და თანადგომაც, რადგანაც მძაფრ დაპირისპირებას იწვევდა საზოგადოებაში მთავარი გმირი ამ ბიოგრაფიული რომანისა – ზვიად გამსახურდია, ვისაც ბედად ეწერა ქართველთა ორსაუკუნოვანი ოცნების ახდენა – საქართველოს სახელმწიფოებრიობის ამოგება და დაფუძნება ისეთ საძირკველზე, რაც ვეღარაფერმა მოანგრია, მიუხედავად ერთიერთმანეთზე საზარელი ქარტეხილებისა ჩვენი ქვეყნის თავზე".