,,რომანი „გზები წყვდიადში“ ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაზეა შექმნილი და სულ ახლახანს უსასრულობაში გადასული მე-20 საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისს მოიცავს. ეს ის უმძიმესი პერიოდია, როცა ვეება რუსეთის გამძაფრებული მცდელობით საქართველოს ძირძველი კუთხეები აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიკარგა, ღვთის მადლით დაიკარგა დროებით და არა სამუდამოდ, რისი იმედიც ყველა ქართველს ნაღვერდალივით გულის სიღრმეში აქვს შენახული".