წიგნში წარმოდგენილია ენობრივ-სამეტყველო ურთიერთობათა ტექნოლოგიების შინაარსი: დახასიათებულია კომუნიკაციის არსი, ტიპოლოგია; გაანალიზებულია ენისა და აზროვნების ურთიერთმიმართების, ზეპირი და წერითი მეტყველების სტილის განმსაზღვრელი კანონზომიერებათა, საჯარო მეტყველების, პუბლიცისტური, ორატორული, საქმიან-ოფიციალური მეტყველების სტილების მიზნობრივ აუდიტორიასთან ადაპტირების პრობლემები, დახასიათებულია კამათის ხელოვნებისა და საჯარო კამათის სახეობათა (პოლემიკა, დებატები, თოკ-შოუ) ბუნება და შემოთავაზებულია მათი წარმართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.