წიგნში პირველად ქვეყნდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ქართული კულტურის უდიდესი წარმომადგენლის – წმ. გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილ-რედაქტირებული უნიკალური ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის – მარხვანის აკადემიურად დადგენილი ტექსტი XI-XV საუკუნეების შვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ხელნაწერის მიხედვით.