,,ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი, უნივერსალური ნაწარმოები, პოეზიის, სასიყვარულო ისტორიის, ფილოსოფიის, საკუთრივ ისტორიის, პუბლიცისტიკის, აფორისტიკის მხატვრული წნული. და ალბათ, შემთხვევითი არ არის, ეს მნიშვნელოვანი წიგნი აღმოსავლეთ ევროპაში გარდატეხის ჟამს სწორედ საქართველოდან რომ მოვიდა… ამ წიგნით მიხვდებით, რომ "ბოროტების იმპერიის" რკინის ფარდის ჩამოგლეჯის შემდეგ, ქართული ლიტერატურა თანდათან იკაფავს გზას მსოფლიო ლიტერატურის ასპარეზზე და ძალდაუტანებლად ეწერება საერთო საკაცობრიო კულტურის კონტექსტში, როგორც დამოუკიდებელი, თავის-თავადი, ორიგინალური ცივილიზაციის ნაყოფი" – ქრისტიანე ლიჰტენფელდი.