წინამდებარე კრებული თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მკითხველი ეცნობა ისლამური სამყაროს უდიდესი პოეტისა და მოაზროვნის ჯალალ-ედ-დინ რუმის შემოქმედებას და მის ურთიერთობას საქართველოსთან. წიგნში განხილულია უზბეკი თუ აზერბაიჯანელი პოეტების (ალიშერ ნავოი, ნესიმი) შემოქმედებითი პრინციპები, დიდი ადგილი ეთმობა აგრეთვე აღმოსავლური პოეტიკის პრობლემების შესწავლას.