წიგნში განხილულია რევოლუციამდელი საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მრავალრიცხოვანი კლასის გლეხობის
მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ფეოდალური და კაპიტალისტური საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციების კანონზომიერებათა ფონზეა შესწავლილი გლეხობის სოციალური განვითარების ეტაპები და კლასობრივი ბრძოლის ფორმები. შედარებით მეტი ადგილი აქვს დათმობილი გლეხთა მასობრივ აჯანყებებს რომლებმაც საგრძნობლად დააჩქარეს საზოგადოებრივი პროგრესი, გამოიწვიეს ჯერ ბატონყმობის გაუქმება, შემდეგ კი მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კაპიტალისტური ექსპლუატაციის მოსპობაში, ახალი სამართლიანი საზოგადოებრივი წყობილებისათვის სათანადო წანამძღვრების შექმნაში.