წიგნში ძირითადად ყურადღება გამახვილებულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. მასში აღწერილია რუსეთის, ოსმალეთისა და სპარსეთის ის წინააღმდეგობანი, რომელთა ერთ-ერთ მთავარ სარბიელს ამიერკავკასიის ქვეყნებიც წარმოადგენდნენ. ეს წინააღმდეგობანი თავის მკაფიო გამოვლინებას პოულობდა საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ, კულტურულ და იდეოლოგიურ ცხოვრებაში.