1960 წელს უნგრელ მონადირეთა ექსპედიციამ განახორციელა დიდად საინტერესო მოგზაურობა ტანგანიკასა და კენიაში აღმოსავლეთ აფრიკის ნადირის დასახოცად და ბუდაპეშტის ეროვნული მუზეუმის ახალი ექსპონატებით შესავსებად. ბევრი ღირსშესანიშნავი რამ ნახა ექსპედიციამ თავის გზაზე. აი, ამ ნახულსა და განცდილ-გამოვლილზე მოგვითხრობს ამ წიგნში ექსპედიციის ხელმძღვანელი, იშტვან დენეში.