ლექსიკონში განმარტებულია ყველა ის მორფემა ან მოდალური ელემენტი რომელიც გამოვლენილია ძველ ქართულში ან ახალ ქართულ სალიტერატურო ენასა და ქართული ენის დიალექტებში, განიმარტება ის მორფემებიც, რომლებიც ამჟამად მხოლოდ ეტიმოლოგიური ანალიზის საფუძველზეა გამოყოფილი. დანართის სახით მოცემულია იმ მორფემათა ლექსიკონი, რომლებიც ნასესხებ სიტყვებს შემოჰყვა ქართულში.