ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სულების სახლი

რომანში – „სულების სახლი“ მოქმედება ესტებან ტრუებას ოჯახის არაერთგვაროვანი, აჩრდილებისა და ზებუნებრივი ნიჭის მქონე ოთხი თაობის ადამიანების ცხოვრების ფონზე ვითარდება, თუმცა, მწერალმა მოახერხა, ერთი გვარის საუკუნოვან საგაში ლათინო-ამერიკული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი მაგიური რეალიზმი ისტორიული სინამდვილითაც გაეჯერებინა და მოეთხრო იმ სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც მის სამშობლოს, ჩილეს, მე-20 საუკუნეში დაატყდა თავს. რომანი, რომლის პერსონაჟები საინტერესო მამაკაცები და საოცარი ქალები არიან, ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულიცაა, ვინაიდან პროტოტიპებად მწერლის ოჯახის წევრები – ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე და განსაკუთრებულად ახლობელი ქალები გვევლინებიან.