წიგნში „ოსმალეთის ისტორია (1600-1923)“, ტ. II, განხილულია ამ პერიოდის ოსმალეთის ისტორიის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, ოსმაღლეთის მიერ წარმოებული ომები ევროპასა და აღმოსავლეთში, თანზიმათის რეფორმები, ახალგაზრდა თურქთა რევოლუცია და სხვ. დიდი ადგილი ეთმობა 1918-1923 წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას, სასულთნოს გაუქმებასა და რესპუბლიკური წყობის დამყარებას. სათანადოდ არის გაშუქებული ოსმალეთის ურთიერთობა რუსეთთან, აღმოსავლეთის ქვეყნებთან, და კერძოდ, საქართველოსთან. წიგნი გათვალისწინებულია აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსებისათვის, სტუდენტების, ასპირანტებისა და საქართველოს ისტორიის სპეციალისტებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის. მას აქვს დამხმარე სახელმძღვანელოს მნიშვნელობა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის.