ნაშრომში განხილულია XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქართველი და საქართველოში მოღვაწე უცხოელი მეწარმეების ისტორიები. ცალკეული ფიგურების ბიოგრაფიების საფუძველზე გადმოცემულია იმდროინდელ საქართველოში მეწარმეობის პირობები და განხილულია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ფონი. წიგნში შესულია აქამდე ნაკლებად შესწავლილი ნობელების, როტშილდების, მიქაელ არამიანცისა და სხვა მეწარმეების საქმიანობა იმდროინდელ საქართველოში.