მიხეილ არინდაულის წიგნი „ხსოვნაში დარჩენილი სიცოცხლე“ მემუარულ-ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, თუმცა მასში თავმოყრილია ყველა ის ცნობა, რომელიც მისი წინაპრის, სახელად არინდას შთამომავლობას შეეხება. წიგნში აგრეთვე წარმოდგენილია ავტორისეული კვლევა-დაკვირვებები გვარების: საღირიშვილი-ფუნჩიშვილი-არინდაული-გაფრინდაულის შესახებ, მათი გენეალოგიიდან გამომდინარე. ამავე წიგნში შევიდა სახალხო მთქმელის, თუშებისთვის საყვარელი პოეტის დავით არინდაულის ლექსები, რომლებიც, ვფიქრობთ, მკითხველის დიდ ინტერესს გამოიწვევს.