ნაშრომში მოცემულია საქართველოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ბაზრის არსებული მდგომარეობისა და ქვეყნის ეკონომიკაში მისი როლის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდგომ განვლილი პერიოდში საქართველოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიულ-ეკონომიკური ანალიზი და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის გამოცდილების განზოგადება, განხორციელებულია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის პირველადი და მეორადი ბაზრის კვლევა, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების თეორიისა და საერთაშორისო პრაქტიკის შედარებითი ანალიზი საქართველოს სინამდვილესთან. განსაზღვრულია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განვითარების შესაძლებლობების გამოყენებისა და პრობლემების დაძლევის გზები საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური განვითარებისათვის. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პერსპექტივები განხილულია საქართველოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და სახელმწიფო სავალო პოლიტიკის განვითარების კონტექსტში.