წინამდებარე კრებული „ნოველები სიყვარულზე“ შედგება იოჰან ბორგენის თოთხმეტი ნოველისაგან. კრებულის უმთავრესი თემა სიყვარული და თანაცხოვრებაა (ხშირად სახალისო და მეტად უჩვეულო). ნოველების გმირები არაორდინარული, შინაგანი კონფლიქტებითა და ბავშვობისა თუ მოზარდობის დროინდელი კომპლექსებით დათრგუნვილი ადამიანები არიან და ცდილობენ სულისა და ცხოვრების ლაბირინთებში გზის გაკვლევას.