მონოგრაფია ეძღვნება სამოქალაქო სამართლის მეთოდოლოგიურ პრობლემებს, რომლებსაც უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ მთელი სამოქალაქო სამართლისთვის. ასეთ საკითხებს განეკუთვნება: სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ცნება და ნიშნები, სამოქალაქო უფლებისა და მოვალეობის შინაარსი, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი და ობიექტი. დასახელებული საკითხები განხილულია თეორიების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე და გამოკვეთილია მათი შესწავლის პრაქტიკული მნიშვნელობა.