ნაშრომში განხილულია თბილისის გარეუბნების ისტორია, რომელთაც საუკუნეთა მანძილზე სამეფო ოჯახის სააგარაკე დანიშნულება ჰქონდათ. საკითხის ირგვლივ რამდენიმე წლის მუშაობის შედეგად შეიქმნა ნაშრომი, რომელიც მოიცავს კოჯრის, ტაბახმელის, შინდისის, წავკისის და წყნეთის დასახლებების ვრცელ თავგადასავალს.