"კლასიკური ფილოლოგია - მეცნიერების ეს დარგი კომპლექსურია, იგი მოიცავს დისციპლინების საკმაოდ ფართო სპექტრს, რომლებიც აშკარად ვერ მოექცევა თანამედროვე გაგებით ფილოლოგიის ფარგლებში. სწორედ ამიტომ ახალგაზრდობის სწორი ორიენტაცია კლასიკურ ფილოლოგიაში გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ნებისმიერი ფილოლოგიური პროფილის დარგში, აქედან გამომდინარე, კლასიკური ფილოლოგიის შესავალი თავისი შინაარსით ერთობ ტევადია და ბევრ ისეთ სფეროს მოიცავს, რომელიც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია რაიმე კავშირში იყოს ფილოლოგიასთან".