,,ჩანაწერები საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ჩვენი ისტორიის გამორჩეული პიროვნების ოჯახური ცხოვრების ისეთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც საზოგადოებისათვის სრულიად უცნობია. ბევრი რამ სიახლე იქნება იმ მკითხველისთვისაც კი, ვინც კარგად იცნობს ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მოგონებების წიგნს უამრავი პერსონაჟი ჰყავს, რომელთა გარემოშიც გაატარეს ბატონი ივანეს შვილებმა ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები, ბევრი მათგანი საქვეყნოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწეა, თუმცა ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი მაინც ივანე ჯავახიშვილია" – ზურაბ გაიპარაშვილი.