შ. ნუცუბიძის შრომების VI ტომში განხილულია რომანის „ბარლაამისა და იოასაფის" ქართული და ბერძნული ვერსიების ურთიერთმიმართება. წამოყენებულია ჰიპოთეზა უადრესი ქართული ვერსიის იოანე მოსხისათვის კუთვნილობის შესახებ. მოცემულია დამატებითი არგუმენტები ძირითადი ბერძნული ვერსიის ქართულიდან თარგმნილობის (ექვთიმე მთაწმინდელის მიერ) სასარგებლოდ.