წინამდებარე წიგნი პანკისის ხეობის განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის, უსუფ მარგოშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. მასში წარმოდგენილია პანკისის ქისტების ცხოვრებისა და წეს-ჩვეულებების ამსახველი მასალა უსუფ მარგოშვილის არქივიდან, აგრეთვე, ქართულ, ჩეჩნურ და რუსულ ენებზე პრესაში გამოქვეყნებული სტატიები მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მემუარული და ეპისტოლარული ხასიათის წერილები, რომლებიც ასახავს პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების საქართველოში გადმოსახლებას, მათ ინტეგრაციასა და დღევანდელ ყოფა-ცხოვრებას.