წიგნში განხილულია ფსიქოლოგიის ოთხ ძირეულ კატეგორიასთან – ცნობიერება, არაცნობიერი, ქცევა და პიროვნება-დაკავშირებული საკითხების ფართო წრე. ანალიზის თავისებურებას განაპირობებს ავტორის მეცნიერული ორიენტაცია. იგი შესრულებულია განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის პოზიციიდან. საბოლოო ჯამში, ნაშრომის დანიშნულებაა განავითაროს ეს თეორიული სისტემა – დააზუსტოს ცნებები, მოხსნას ზოგიერთი შინაგანი წინააღმდეგობა, სრულყოს კონცეფციის აღწერითი და ახსნითი ნაწილის კონსტრუქციები თანამედროვე ფსიქოლოგიის მონაცემების გათვალისწინებით.