წიგნი 4 ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში წარმოდგენილია ძველი ქართული ენის ტექსტები, ორიგინალური თუ ნათარგმნი, რომლებიც V–X საუკუნეებით შემოიფარგლება. მეორე ნაწილი შეიცავს შესამზადებელ მასალებს ქართულ პალეოგრაფიაზე მუშაობისათვის. მესამე ნაწილში წარმოდგენილია ცდა, მოგვცეს ძველი ქართული ენის ბრუნებისა და უღლების ტაბულები. მეოთხე ნაწილი შეიცავს ლექსიკონს, რომელშიც წარმოდგენილი და ახსნილია მხოლოდ ის სიტყვიერი მარაგი, რომელიც შეიძლება არასპეციალისტი მკითხველისათვის გაუგებარი იყოს და ახსნას საჭიროებდეს.