წინამდებარე ნაშრომში შესწავლილია ქართველური სახელის ბრუნების პარადიგმის ისტორია ქართული გრამატიკული აზრის ჩასახვიდან. განსახილველი საკითხი ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა წარმოდგენილი ქართულში, მეგრულ-ლაზურსა და სვანურში. გაანალიზებულია ქართველური სახელის ფორმაცვალებისა და ფუნქციონირების ისეთი საკითხები, როგორიცაა: ბრუნვათა რაოდენობა და რიგი, ბრუნვათა წარმოება, ბრუნვის ნიშნები და მათი გენეზისი, თავისებური (მეორეული) ბრუნვები, თანდებულიანი ბრუნვები, მსაზღვრელის ურთიერთობა საზღვრულთან, მრავლობითი რიცხვის მორფემათა სინქრონიული ანალიზი თითოეულ ქართველურ ენაში.