სახელმძღვანელო მოიცავს ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ისტორიას დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდან დიდ ომამდე (პირველი მსოფლიო ომი). გათვალისწინებულია მისი სამ წიგნად გამოცემა. წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია თემები საფრანგეთის დიდ ბურჟუაზიულ რევოლუციამდე. შესაბამისად, მასში შესული მასალები ქრონოლოგიურად მოიცავს პერიოდს XV XVI საუკუნეების მიჯნიდან 1789 წლამდე.