სახელმძღვანელო განკუთვნილია არაბულის შემსწავლელთათვის სწავლების შედარებით მაღალ საფეხურზე. მასში გარკვეულწილად გათვალისწინებულია თანამედროვე არაბული სამყაროსთვის დამახასიათებელი სოციოლინგვისტური სურათი: ერთი მხრივ, წარმოდგენილი მასალა გულისხმობს მუშაობას როგორც კლასიკური, ისე სტანდარტ ნორმების მიხედვით, მეორე მხრივ, მოტანილია მცირე მოცულობის დიალექტური ტექსტებიც (ანდაზები, ლექსები და ა.შ.).