მონოგრაფიაში ნაჩვენებია, რომ 627-628 წლების ომში ბიზანტიის მოკავშირე „ხაზართა სახაკანო“ კი არა, თურქთა დასავლეთი კაგანატი იყო. დადგენილია ქართულ ისტორიოგრაფიაში შეცდომით ხაზართა ხაკანად მიჩნეული ჯაბღუსა და მისი ძის-შათის ვინაობა, დინასტიური კუთვნილება, მათი ნათესაობა „თურქთა მეფე საბასთან“ მოთხრობილია თბილისის ასაღებად მიმდინარე ბრძოლებისა და თბილისის აღების შემდეგ დატრიალებული უბედურების შესახებ. საინტერესო ცნობებია იმ ხალხებზე რომლებიც თბილისთან იბრძოდნენ.