ნაშრომი მოიცავს XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს შიდა პოლიტიკური ისტორიის თითქმის ყველა ასპექტს. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ერეკლე II-ის ეკონომიკურ პოლიტიკას. ნაშრომში დეტალურად არის განხილული მმართველობის მოდერნიზაციისათვის ერეკლე II-ის მიერ გატარებული რეფორმები. შესწავლილია რიგი საკითხები (მოსახლეობის აღწერა, სახელმწიფო საგადასახადო სისტემა), რომლებსაც ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლები ადგილი ეთმობოდა. გაშუქებულია XVIII საუკუნის 70-90-იან წლებში სათავადოთა სახლებში მიმდინარე მასიური გაყრის პროცესი.