წიგნში, საისტორიო ლიტერატურასა და საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, შესწავლილია ჭალატყის მაცხოვრის ჯვარცმის მონასტრის (იგივე სამრევლო ეკლესიის) დაარსების ისტორია. განხილულია სამონასტრო მეურნეობა. მოტანილია მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირების ბიოგრაფიები და გაანალიზებულია აქ დაცული საეკლესიო სიწმინდეები.