ნაშრომში იმის დასადასტურებლად რომ ასურელი მამები (და არა სირიელი) წარმოშობით ჩრდილოეთ შუამდინარელი ქართველები იყვნენ და ქართლში წამოსვლამდე მათი მოღვაწეობის თავდაპირველი ადგილი ჩრდილო შუამდინარეთის მთავარი
კულტურული ცენტრი ქ. ედესა იყო, ნაჩვენებია, უძველესი დროიდან ქართველთა მონათესავე ხალხების განსახლების არეალს,
კაპადოკიასთან ერთად ჩრდ. შუამდინარეთის ცალკეული რაიონებიც რომ მოიცავდა. აღნიშნულის გარდა ნაშრომში საქართველოს ძველი ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა განხილული.