წინამდებარე სახელმძღვანელო მოიცავს ინგლისური ენის გრამატიკის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს, კერძოდ, ზმნის ასპექტისა და დროის ფორმების გამოყენებას მოქმედებითსა და ენებით გვარში, აგრეთვე, ირიბ თქმასთან დაკავშირებულ საკითხებს. სახელმძღვანელო შედგება რამდენიმე ნაწილისგან რომელთაგან თითოეული მოიცავს თეორიული ხასიათის მასალას კონკრეტულ გრამატიკულ კატეგორიასთან დაკავშირებით და, ამასთან ერთად, სხვადასხვა სახის სავარჯიშოებს რომლებიც დაეხმარებიან სტუდენტებს ამა თუ იმ ლინგვისტური პრობლემის სწორად გააზრებასა და აქტიურ გამოყენებაში.