წიგნი ეძღვნება ადრეფეოდალური ქართლის სამეფოს ისტორიის ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა ქრონოლოგია. ძველი ქართული წყაროების ცნობების უცხოენოვან წყაროთა მონაცემებთან შეჯერების საფუძველზე ახლებურადაა წარმოდგენილი IV-V და VI ს. პირველი ნახევრის ქართლის სამეფოს პოლიტიკური ისტორიის ზოგიერთი საკითხი. შედარებითი სიზუსტით დადგენილია ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა (პირველ ქრისტიან მეფე მირიანიდან ქართლში მეფობის გაუქმებამდე) რიგი და ქრონოლოგია.