ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება აზროვნების ფორმაა, რომელიც გულისხმობს სამყაროს შესახებ არსებული ნებისმიერი ცოდნის არა მხოლოდ დაგროვებას, არამედ ობიექტური მსჯელობის საფუძველზე თქვენ ხელთ არსებული ინფორმაციის შეფასებას თქვენი გამოცდილების, ცოდნის, შეხედულებისა და რწმენის თვალსაზრისით. ანალიტიკურ/კრიტიკულ აზროვნებაში გულისხმობენ არა ფაქტების/არსებული რეალობის უპირობოდ, აპრიორულად მიღებას, არამედ მის ობიექტურ, არგუმენტირებულ შეფასებას.